გარეცხილ ტარხუნას და ტყემალს ჩავაწყობთ გასტერილებულ ქილებში, შემდეგ უნდა დავასხათ მდუღარე წყალი და გავაჩეროთ 20 წუთის განმავლობაში. გადავღვაროთ წყალი და თავიდან დავასხათ ახალი ადუღებული. მოვხუფოთ და თავდაღმა შევფუთოთ გაციებამდე. ინახება ასპირინის გარეშე, ხრახნიან ქილებშიც.