კარამელის ფერი ბისკვიტი რომ მიმეღო, ქვაბში მოვათავსე სოდა და თაფლი, დავდგი ნელ ცეცხლზე, როგორც კი მიიღო კარამელის ფერი გადმოვდგი, თუ წაბლის თაფლს გამოიყენებთ, ისედაც მიიღებთ მოცემულ ფერს. ავთქვიფოთ კვერცხის ცილა, დავუმატოთ შაქარი, შემდეგ კვერცხის გული, ბოლოს კი დარჩენილი ინგრედიენტები, მასა გამოდის დასახმელი. ვაცხობთ 170-180°ზე 25 -30 წუთის განმავლობაში. კრემისთვის ქვაბში მოვათავსე შესქელებული რძე და კარაქი. კარაქი როგორც კი გადნება გადმოვდგამთ ქვაბს, დავუმატებთ ვანილს და მიქსერით ავთქვეფთ..