საქონლის რაგუს ვხარშავთ, ცალკე ვთუშავთ ხახვს ზეთში და კარაქში, ვამატებთ ქამა სოკოს, ცოტა ტომატს და მოხარშულ ხორცს. შემდეგ ნაღებს და არაჟანს, მარილს და პილპილს. სიმეჯის სოკოს და სატაცურს ვბრაწავთ ოდნავ მარილით, პილპილით და შალფეის ფოთოლთან ერთად. ვაკეთებთ კარტოფილის ჩიფსებს. ძვალში ვასხავთ ჩვენს ბივსტროგანოვს, ზემოდან ვაყრით პიკულს. ვარჭობთ ჩიფსებს, სოკოებს და ვაფორმებთ მიკრომწვანილებით, გარშემო გვაქ ტყის ინსპირაცია, რომელიც არის ფოთლებით გაკეთებული, ცალკე გვაქვს ცხარე, ნივრიანი კრემყველი, რომელსაც ვარჭობთ სატაცურებს. გარშემო მშრალი ყინული და კლდის ფორმის გამომცხვარი თონის პური.