გარეცხილ, გარჩეულ, სურნელოვან მარწყვის ნაყოფს დავაყარე შაქარი და გავაჩერე მთელი ღამით. მეორე დღეს შაქარი ჩამდნარი დამიხვდა, მარწყვი წვენ გამოშვებული, დავდგი დაბალ ცეცხლზე, ვადუღე 10 წუთი, ქაფი მოვხადე და გადმოვდგი. მარწყვი რომ გაცივდა საწურით ამოვიღე წვენიდან, წვენი დაბალ ცეცხლზე ვადუღე 30წთ, შემდეგ ჩავაწურე პატარა ლიმონის წვენი, ჩავყარე მარწყვის ნაყოფი, ლიმონის ცედრა და ვადუღე 10 წუთით, დავუმატე ცოტა ვანილი და დანის წვერით ლიმონის მჟავა. ჩავასხი გასტერილებულ ქილებში.