გულსართი 1. ქვაბში მოათავსეთ ბულგარული წიწაკა, სტაფილო და გოგრა. დაასხით იმდენი მდუღარე წყალი, რომ კარგად დაიფაროს. ბოსტნეული 4-5 წუთის განმავლობაში, დარბილებამდე მოხარშეთ. შემდეგ გადაუწურეთ წყალი. 2. მოხარშული ბოსტნეული დიდ თასში გადაიტანეთ და შეურიეთ გულსართისთვის განკუთვნილი დანარჩენი ინგრედიენტები. კარგად მოურიეთ და აცადეთ სრულად გაგრილება. 3. გაახურეთ ღუმელი 200°C-მდე (აირღუმელი დააყენეთ ნიშნულზე – 6). თუნუქის საცხობ ფურცელზე პერგამენტის ქაღალდი დააფინეთ. ცომი 1. გაცერით თასში ფქვილი, კურკუმა და მარილი. ფქვილს თითებით ისე შეაზილეთ კარაქი, რომ პურის ნამცეცების კონსისტენცია მიიღოთ. დაუმატეთ თითო-თითო სადილის კოვზი წყალი და თან ზილეთ, სანამ ცომი არ შეიკვრება. ცომი დააგუნდავეთ, გაახვიეთ სამზარეულოს ცელოფანში და 30 წუთის განმავლობაში მაცივარში გააჩერეთ. 2. ცომი 5 მმ სისქეზე, მსუბუქად ფქვილმოყრილ სამუშაო მაგიდაზე გააბრტყელეთ. ჭიქის ან ორცხობილის ფორმის დახმარებით ამოჭერით 12 ცალი 5 სმ დიამეტრის რგოლი. 3. მომზადებული გულსართი ცომის რგოლების ერთ ნახევარზე გადაანაწილეთ. ცომის კიდეებს მსუბუქად ათქვეფილი კვერცხი გადაუსვით. ცომის თავისუფალი მხარე გულსართზე გადმოკეცეთ და ჩანგლის დახმარებით დააწექით, რომ კარგად შეიკრას. ზემოდან ფუნჯით გადაუსვით დარჩენილი კვერცხი. 4. დაალაგეთ საცხობ ფირფიტაზე და გამოაცხვეთ 20-25 წუთის განმავლობაში, სანამ ოქროსფერი არ გახდება. ყველისა და ბოსტნეულის ღვეზლები სუფრაზე თბილი მიიტანეთ. შეგახსენებთ, რომ გამომცმელობა „პალიტრა L-მა“ დაიწყო ახალი კულინარიული სერიის გამოცემა. კულინარიული დღიურების თითოეული წიგნი 100 უგემრიელეს და გამორჩეულ რეცეპტს შემოგთავაზებთ. მეორე წიგნი - „კერძები გრილზე“ - 6 ივნისიდან გაზეთ „კვირის პალიტრასთან“ ერთად იქნება ხელმისაწვდომი. წიგნის სპეციალური ფასი 13 ლარია, ხოლო გაზეთთან ერთად - 15 ლარი. იკითხეთ წიგნის მაღაზიებსა და პრესის გავრცელების წერტილებში ან გამოიწერეთ საიტიდან www.palitral.ge და ისარგებლეთ საკურიერო მომსახურებით.