ნახევრად მოხარშულ ბრინჯს დავამატე წვრილად დაჭრილი მწვანილები, ნიორი, გახეხილი სტაფილო, ცალკე მოდაღული ხახვი და პომიდორ ტომატის მასა, ნახევარი შევინახე. კარგად გადავურიე და ამოვავსე ბულგარულის გული ბრინჯის მასით. ცალკე ქვაბში გადავიტანე დარჩენილი ტომატიანი მასა. მოვალაგე ბულგარული, მაღლიდან დავადე ქონდარი და ტარხუნის ფოთლები, ასევე 3 ცალი დაფნის ფოთოლი და წიწაკა. დავასხი ცივი წყალი და ადუღებიდან 15 წუთში მზადაა. ბრინჯის მოსახარშად 2 ჭიქა ბრინჯს დავასხი 2 ჭიქა წყალი, ცოტა მარილი, ვადუღე სანამ წყალი არ დაიშრო. გადავავლე ცივი წყალი და გადავწურე.