ქათამს ვაცლით კანს და ვჭრით სასურველ ზომებად, ნარჩენ ძვლებს ვათავსებთ ქვაბში სტაფილოსთან ნიახურთან ნიორთან, დაფნის ფოთოლთან და პილპილის მარცვლებთან ერთად, ვასხავთ წყალს და ვდგავთ დაბალ ცეცხლზე ბულიონისთვის. ამასობაში ვცრით ფქვილს დაახლოებით 200 გრამს და ვამატებთ მარილს და სასურველ სუნელებს. ვადგამთ ტაფას საშუალო ცეცხლზე, დაახლოებით 1 სანტიმეტრზე ვასხავთ ზეთს და ვათავსებთ ქათმის ნაჭრებს ფქვილის და სუნელების მიქსში და კარგად ვურევთ რომ თანაბრად გადანაწილდეს ქათმის ხორცზე. როდესაც ზეთი გაცხელდება გადაგვაქვს ქათმის ხორცი ტაფაზე და ველოდებით, რომ მოიბრაწოს ოქროსფრამდე. როდესაც გადმოვაბრუნებთ ქათმის ნაჭრებს ზემოდან ვაყრით ახალ ხახვს და ახალ ნიორს. შემდეგ ზემოდან უხეშად დაჭრილ 30 გრამ ტარხუნას და ცოდაოდენ ტიმიანს ვაყრით და ვასხამთ ღვინოს. როდესაც ალკოჰოლო ამოორთქლდება ვუმატებთ ბულიონს და ვდგავთ ღუმელში, 200 გრადუსზე 30 წუთით. თუ ამასობაში წვენი დაიშრო მაშინ ისევ დავამატებთ ბულიონს. ბოლოს ვაფარებთ თავსახურს და ვაჩერებთ კიდევ 10 წუთი. ბოლოა როდესაც ღუმელიდან ამოვიღებთ ზემოდან ვასხამთ ოხრახუშის სალსას, რომელსაც სჭირდება ოხრახუში, ცოტა დაღერღილი წიწაკა, მარილი, ლიმონის წვენი, ცედრა და ზეითუნის ზეთი.