პირველ რიგში ვიწყებთ ცომის მოზელვას ჩიფსებისთვის. ორივენაირ ფქვილს ვურევთ ერთმანეთში, ვამატებთ მარილს, დაღერღილ წიწაკას (გემოვნებით) თაფლს და ზეითუნის ზეთს. მოვზილოთ თბილი წყლით წებოვანი მჭადის ცომი, ოღონდ სქელი მასა. როდესაც ცომი შეიკვრება, ავიღოთ გუნდა და ორ პერგამენტის ქაღალდს შორის მოვაქციოთ და გავაბრტყელოთ თხლად, დაახლოებით 1-2 მმ-ზე. მოვაცილოთ ზედა პერგამენტის ქაღალდი და გამოვაცხოთ წინასწარ გახურებულ ღუმელში 150-160 გრადუსზე დაახლოებით 20-25 წუთით, სანამ ოქროსფერი და ხრაშუნა არ გახდება. მარწყვის ჯემისთვის ქვაბში მოვათავსოთ მარწყვი ცოტა წყალთან ერთად (ისე რომ მხოლოდ ძირი დაფაროს), დავუმატოთ შაქარი 70 გრ, დაღერღილი (აქაც გემოვნებით) და ვადუღოთ დაბალ ცეცხლზე. როგორც კი კარგად წამოდუღდება, გამოვრთოთ, გავაციოთ და დავამატოთ ცოცხალი შაშკვლავი დაახლოებით 15 გრ, ნახევარი ლიმონის წვენი და დავაბლენდეროთ. ნაყინისთვის: 150 მლ ნაღები და 150 მლ რძე, 2 გრამი ვანილი, მწიკვი მარილი და 100 გრ შაშკვლავი მოვათავსოთ ქვაბში და მივიყვანოთ წამოდუღებამდე, იქამდე 3 კვერცხის გული და 25 გრამი შაქარი კარგად ავთქვიფოთ, რომ შაქარი გაიხსნას. წამოდუღებულ რძეს და ნაღებს ნელი მოძრაობით ვამატებთ კვერცხის მასას ისე, რომ რძეს კარგად ვურევთ, რათა კვერცხმა ვერ მოსწროს მოხარშვა. ამ შერეულ მასას ისევ ვაბრუნებთ გაზზე და ისევ მიგვყავს წამოდუღებამდე. როგორც კი წამოდუღდება მასა გადაგვაქვს საცერზე, რომ შაშკვლავის ფოთლებისგან განცალკევდეს. მანამდე დარჩენილი 150 გრ ნაღები ამოგვყავს მიქსერით და ვურევთ სუფთა ნაღებიან და რძიან მასაში. ნაყინის ბაზა მზად არის და შეგიძლიათ გამოიყენოთ აზოტი ან მთელი ღამის მანძილზე შეინახოთ საყინულეში. გემრიელად მიირთვით!