60-65° ზე მქონდა მარწყვი გასაშრობად დატოვებული, ცოტა დაბალ ტემპერატურაზეც შეიძლება. თითქმის 1 დღე დასჭირდა. მე ხან ჩართული მქონდა აპარატი, ხან გამორთული. მქონდა 1,5კგ მარწყვი. გავრეცხე და ყუნწები გავაცალე. მოვამზადე ტკბილი სიროფი: 800გრ შაქარს დავუმატე 350გრ წყალი, 0,5ლიმნის წვენი და დაბალ ცეცხლზე ქვაბში მოვადუღე 10 წუთის განმავლობაში.შემდეგ მარწყვი ეტაპობრივად ჩავუშვი ტკბილ სიროფში,10-15წამში ამოვიღე და გავშალე ლანგარზე. სულ 3 ლანგარი გამოვიდა.ეს პროცედურა გავიმეორე. შემდეგ ლანგრები და საშრობი აპარატის თაროებზე გადმოვალაგე. 17-18საათია საჭირო ჩირის მოსამზადებლად..მარწყვის ცუკატს ცოტა მეტი დრო დასჭირდა.