მარწყვის კომპოტისთვის გვჭირდება მარწყვი, შაქარი, წყალი და სამ ლიტრიანი სტერილიზებული ქილები. არ დაგავიწყდეთ რომ სახურავები მდუღარე წყალში რამდენიმე წუთის განმავლობაში უნდა გაირეცხოს. მარწყვი გარეცხეთ, მოაცილეთ სეპალები და დაზიანებული ადგილები. სუფთა მარწყვი მოათავსეთ ქილებში. ქილა ერთი მეოთხედით ან ცოტა მეტით შეავსეთ. მოხარშეთ შაქრის სიროფი. ჭიქა შაქარს დაუმატეთ 1 ლიტრი წყალი, მიიყვანეთ ადუღებამდე და დააყარეთ ცოტა მეტი შაქარი. როცა შაქარი გაიხსნება და წყალიც ადუღდება სიროფი მზადაა. ქილაში ჩაასხით მცირე რაოდენობის სიროფი, მოავლეთ მთელ ქილას რომ გათბეს და შემდეგ არ გასკდეს, დარჩენილი სიროფიც ჩაასხით, დააფარეთ თავსაფარი და გააჩერეთ დაბალ ცეცხლზე 10 წუთის განმავლობაში. შემოახვიეთ პირსახოცი, გადმოაბრუნეთ და დატოვეთ მთელი ღამის განმავლობაში.