კვერცხები ოდნავ ავთქვიფოთ, თანდათან შევათქვიფოთ შაქარი, ვთქვიფოთ 5 წთ. შემდეგ ნელ სიჩქარეზე შევათქვიფოთ სითხე (რძე, წყალი ან წვენი და ა.შ რომელსაც აირჩევთ), შემდეგ ზეთი და ბოლოს დავაცრათ ფქვილში შერეული მარილი და გამაფხვიერებელი, ვთქვიფოთ მხოლოდ ფქვილის გახსნამდე, დიდხანს - არა. ბოლოს დავამატოთ ქიშმიში, რომელსაც დამატებული ექნება 1 ჩ/კ ფქვილი. გადავიტანოთ ცხიმწასმულ, ფქვილმოყრილ კექსის ფორმაში და გამოვაცხოთ 180 გრადუსამდე გახურებულ ღუმელში- გამოშრობამდე. მზა კექსი ფორმაშივე შევაგრილოთ. მოვრთოთ სურვილისამებრ.