გავრეცხავთ ბადრიჯანს, გავყოფთ შუაზე და დავჭრით გრძლად. შემდეგ მოვაყრით მარილს და ცოტახანი გავაჩერებთ რომ მარილი კარგად შეიწოვოს. გავრეცხავთ და შევწვავთ გახურებულ ტაფაზე. ამასობაში დავჭრით წითელ და მწვანე ბულგარულს გრძლად და წვრილად. ამასაც შევწვავთ, გავთლით სტაფილოს და დავჭრით წვრილად. ხახვს ვჭრით კუბიკებად და ვწვავთ მოთუშვამდე. დავჭყლიტოთ ნიორიც, შემდეგ ეს ყველაფერი მოვათავსოთ ქვაბში, დავუმატოთ წვრილად დაჭრილი მწვანილი და მარილი გემოვნებით. შეგიძლიათ სუნელების მოყრა და მაიონეზის მოსხმაც.