ადუღებულ წყალში ვხარშავთ პატარ-პატარა ნაჭრებად დაჭრილ ხორცს, წყალი უნდა ფარავდეს ხორცს და ვადუღებთ 30 წუთის განმავლობაში. 30 წუთის შემდეგ ვიღებთ ხორცს, ვწურავთ საწურში და ისევ უკან ვაბრუნებთ წვენთან ერთად. ვაყრით მწვანე ლობიოს. ვუმატებთ ზემოთ ჩამოთვლილ მწვანილს, ნახევარ-ნახევარ კონას ყველაფერს და მიხაკს. ასევე დარიჩინსა და მარილში დაბლენდერებულ ქინძს. ვადუღებთ ყველაფერს იქამდე, სანამ ხორცი და ლობიო სრულყოფილად არ მოიხარშება. ამის შემდეგ ვთიშავთ ცეცხლს და ვაჭრით დარჩენილ მწვანილს. ცოტა ხანი კერძი გავაჩეროთ თავდახურული, იმისთვის რომ გემოები კარგად შეზავდეს.