რძე შევაცხელოთ და მასში გავხსნათ 3სკ შაქარი. ცალკე, კვერცხის გულით და 3სკ შაქრით მოვამზადოთ გოგლი-მოგლი, დავამატოთ ვანილი, ფქვილი და რძე, ვურიოთ რომ ერთიან მასად იქცეს და ფქვილი არ დარჩეს გაუხსნელი. მიღებული მასა გადაგვაქვს ქვაბში, დარჩენილ რძეში ნელ ცეცხლზე ვიწყებთ კრემის მოხარშვას. პირველი ბუშტის გამოჩენისთანავე გამოვრთოთ და ცხელშივე ჩავაგდოთ კარაქი. კრემი გასაგრილებლად გადავიტანოთ ცალკე ჭურჭელში, თავზე გადავაკრათ ცელოფანი, მაცივარში მოვათავსოთ 1 საათით მაინც. ცივ კრემს ნელ-ნელა დავამატოთ ცივი ნაღები და გავთქვიფოთ მიქსერით.