ავთქვიფოთ კვერცხის ცილა მწიკვ მარილთან ერთად, დავუმატოთ შაქარი ეტაპობრივად, შემდეგ კვერცხის გული, რძე და ზეთი. გამოვრთოთ მიქსერი და ჩავაცრათ ფქვილი, კაკაო და გამაფხვიერებელი, შევურიოთ ფრთხილად, სილიკონის ან ხის კოვზით. ღუმელი წინასწარ გაახურეთ 160 გრადუსზე. ვაცხობთ ორივე წვაზე. ავიღოთ 400 გრ კურკა გამოცლილი ალუბალი, დავაყაროთ 5სკ შაქარი, მოვათავსოთ სქელძირიან ქვაბში ან ტაფაზე. ცალკე 4 სკ წყალს დავუმატოთ 1 ჩკ სიმინდის ან კარტოფილის სახამებელი, შაქარი როდესაც გადნება, შევურიოთ წყალში გახსნილი სახამებელი, ბოლოს კი 3 სკ კონიაკი. გადმოვდგათ ცეცხლიდან და გავაციოთ. ოთახის ტემპერატურის კარაქი ავთქვიფოთ კარგად და დავუმატოთ მოუხარშავი შესქელებული რძე , ბოლოს კი ვანილი. გაგრილებულ ბისკვიტს ამოვუღოთ გული, დავნამოთ ალუბლის წვენით, გადავანაწილოთ ალუბალი და კრემი, ბოლოს ისევ ბისკვიტით დავფაროთ.