ვათავსებთ ღრმა ჯამში ფქვილს, მაწონს, საფუარს, 5 გრამ მარილს, და 100 მლ წყალს და ვზელთ, როდესაც კარგად გადაიზილება ვამატებთ 20 მლ ზეთს და ისევ ვზელთ. სანამ ცომი ამოფუვდება ვამუშავებთ ქათამს, ფილეს და ბარკლის ნაწილს ვაჭრით ორივე მხარეს ისე რომ მთლიანობა შეინარჩუნოს და კანი, ბარკლის ძვალს ვაცლით და ვიწყებთ პომიდვრის სოუსის მომზადებას, ვათავსებთ დაბალ ცეცხლზე ქვაბში გახეხილ სტაფილოს, ნიორს, ხახვს, ნიახურის ბოლქვს და ვთუშავთ სანამ არ გახდება გამჭირვალე. ვუმატებთ დაახლოებით 1 ჩაის კოვზ ტომატ პასტას რომ სასიამოვნო ფერი და ტექსტურა მიიღოს, როდესაც ტომატ პასტა მოიშუშება ვამატებთ გახეხილ პომიდორს და ვთუშავთ დაბალ ცეცხლზე დაახლოებით 40 წუთი, სანამ ტექსტურა არ გახდება ერთგვაროვანი. ბოლოს ვუმატებთ მარილს და ცოტა შაქარს გემოვნებით რომ სიმჟავე დავაბალანსოთ. ამასობაში ვჭრით ყველანაირ სეზონურ მწვანილს და წიწაკას, დაბალ ცეცხლზე ვათავსებთ ტაფას და როდესაც გაცხელდება ვწვავთ კვერცს, ვაყრით ამ მწვანილების და წიწაკის მიქსს, ასევე მარილს გემოვნებით და ვახურავთ თავსახურს რომ ზემოდან კარგად შეიწვას. ამასობაში ვიღებთ ამოფუებულ ცომს და სასურველ ზომებად ვჭრით, სამუშაო მაგიდაზე ვუსმევთ ზეთს და ვაბრტყელებთ: ვკეცავთ, ისევ ვაბრტყელებთ, ისევ ვუსმევთ ზეთს და ასე ვაკეთებთ დაახლოებით ხუთჯერ, შემდეგ ვწვავთ ორივე მხრიდან ტაფაზე, დაბალ ცეცხლზე. ვდგამთ ტაფას საშუალო ცეცხლზე და როდესაც გაცხელდება ვასხამთ ზეთს 1 სანტიმეტრზე, სანამ ზეთი გაცხელდება ვამშრალებთ ქაღალდით ქათმის ძვალგამოცლილ ნაწილს, კანის მხრიდან ვაყრის მარილს და ვიწყებთ შეწვას. როდესაც ერთი მხრიდან კარგად დაიბრაწება ვაბრუნებთ და ვწვავთ მეორე მხრიდანაც. ყველაფერი მზად გვაწვს შეგვიძლია დავიწყოთ კერძის აწყობა. თეფშზე ვდებთ დაახლოებით 4 კოვზ პომიდვრის სოუს, შემწვარ ქათამს ვჭრით სასურველ ზომებად და ვაწყობთ ერთ ნახევარზე, ხოლო მეორე ნახევარზე ვდებთ მწვანილებიან კვერცხს, ვაფორმებთ ამ ყველაფერს სასურველი მწვანილებით.