სოუსისთვის ალუბალს და მარწყვს ვათავსებთ რკინის თასში, ვაყრით 100 გრამ შაქარს და ვფუთავთ პლასტიკით, ვდგამთ ორთქლის აბაზანაზე დაახლოებით 40 წუთით. ამასობაში ვიწყებთ ცომს, 500 გრამ ფქვილს ვახეხავთ 150 გრამ გაყინულ კარაქს, ვამატებთ 2 ცალ კვერცხს, 10 გრამ საფუარს, 200 გრამ რძეს და კარგად ვზელთ ამ ყველაფერს ერთმანეთში. ცომმა დაახლოებით უნდა დაისვენოს 2 საათი. სანამ ცომი ისვენებს ვიწყებთ მოხარშულ კრემს. პატარა ქვაბში ვასხამთ 100 გრამ რძეს, ვყრით 60 გრამ ფქვილს, მწიკვ მარილს და ვდგამთ დაბალ ცეცხლზე, აუცილებლად ვურევთ სათქვეფით და მიგვყვავს ადუღებამდე, ცალკე ჯამში ვთქვეფთ 100 გრამ შაქარს და 3 ცალ კვერცხს, როდესაცს ფქვილიანი რძე ადუღდება, ნელა ვასხამთ გოგლიმოგლს და შემდეგ დაბალ ცეცხლზე ისევ ვდგამთ გაზზე. როდესაც გაუჩნდება ბუშტუკები ვუმატებთ 100 გრამ კარაქს, სწრაფად ვურევთ სათქვეფით და გადაგვაქვს ჯამში და ვდებთ მაცივარში რომ გაგრილდეს. ორთქლის აბაზანიდან გადმოგვაქვს კენკრა და წვრილ საწურში ვატარებთ, ასევე ვდგამთ მაცივარში და ვაციებთ. ცომში ვათავსებთ მოხარშულ კრემს. ვკრავთ ცენტრში, ისე რომ კრემი არ გადმოვიდეს შემდეგ ვწვავთ ზეთში, რომელიც უნდა იყოს დაახლოებით 150 დან 170 გრადუსამდე ტემპერატურაზე. როდესაც პონჩიკი შეიწვება, ვაყრით შაქრის პუდრას და შემდეგ შეგვიძლია დავასერვიროთ ცოცხალი მარწყვით, მოცვებით, არომატული პიტნით, და მივირთვათ მარწყვის სოუსთან ერთად.