გააცაკლევეთ კვერცხის გული და ცილა. ცილა მაცივარში შეინახეთ. დატეხეთ შოკოლადი პატარა ნაწილებად და გაადნეთ წყლის აბაზანაზე. ერთი კვერცხის ცილით ამოიყვანეთ მკვრივი ბეზე. დაუმატეთ კვერცხის გული გაგრილებულ შოკოლადს, შემდეგ კი შეაზილეთ მომზადებული ბეზე. კარგად აურიეთ. დარჩენილი, მაცივარში ნამყოფი კვერცხის ცილა ნელ-ნელა შეურიეთ ძირითად მასას. აურიეთ ხის კოვზით. ტორტის მრგვალ ფორმაში ჩააფინეთ პერგამენტის ქაღალდი და ჩაასხით ცომი. შედგით ფორმა 170 გრადუსზე გახურებულ ღუმელში. 30 წუთში ნამცხვარი მზად იქნება. როცა დესერტი გაგრილდება, ფრთხილად ამოიღეთ ფორმებიდან და მოაშორეთ პერგამენტი. მორთეთ შაქრის პუდრით.