მჭადის ტაკოები სიმინდის და ხორბლის ფქვილი შეურიეთ ერთმანეთს, დაუმატეთ მშრალი ინგრედიენტები, წყალი და ზეთი. ხელით კარგად მოზილეთ ცომი და 5-10 წთ დაასვენეთ. გააკეთეთ პატარა გუნდები, გადაიტანეთ პერგამენტის ქაღალდზე, რომელსაც აუცილებლად უნდა წაუსვათ ზეთი, რომ მჭადის ტაკოები არ მიეკრას. ზემოდან დააფარეთ მეორე ზეთწასმული პერგამენტის ქაღალდი და ხის საბრტყელებელი ჯოხით გააბრტყელეთ. გამოაცხვეთ კარგად გახურებულ ტაფაზე, ან ელექტრო გრილზე ორივე მხრიდან. ტარხუნის ემულსია ახლა, მოამზადეთ ტარხუნის ემულსია. ბლენდერში მოათავსეთ ტარხუნის ფოთლები და დაასხით ზეთი. აბლენდერეთ 7 წუთის განმავლობაში, დაუმატეთ ნიორი კარგად დააბლენდერეთ და შემდეგ, რკინის ბადე-საწურში გაატარეთ. კვერცხს დაუმატეთ ცოტა ლიმონის წვენი,ათქვიფეთ და წვრილ ზოლად, ნელ-ნელა დაუმატეთ ტარხუნის ზეთი. ხახვის მარინადი მოამზადეთ მარინადისთვის ხსნარი: შეურიეთ ერთმანეთს ძმარი და წყალი, დაუმატეთ მარილი, შაქარი, მდოგვის მარცვლები და პილპილის მარცვლები. ხსნარში ჩადეთ ალყა-ალყა ან რგოლებად დაჭრილი ხახვი და გააჩერეთ მინიმუმ 2 სთ. ჩერი პომიდვრის მარინადი მოამზადეთ ხსნარი იგივენაირად, როგორც ხახვის მარინადის შემთხვევაში, ჩადეთ ხსნარში ჩერი პომიდორები და გააჩერეთ მინიმუმ 2 სთ. მოცარელა შიგთავსით მოცარელას ბურთულებს მსხვილი საწრუპის დახმარებით გაუკეთეთ ღრმული. ტარხუნის ემულსია ჩაასხით კრემის მოსართავ ტომარაში და ამოავსეთ მოცარელას ბურთულები. აწყობა გამომცხვარი მჭადის ტაკოები გადაიტანეთ თეფშზე, ზემოდან დაადეთ ჭარხლის ან ისპანახის ფოთოლი, დაჭრილი შაშხის ნაჭრები, მოცარელას ბურთულები ტარხუნის ემულსიის შიგთავსით, ხახვის და პომიდორის მარინადი. სურვილისამებრ დაამატეთ სხვა ინგრედიენტებიც. ტაკო გადაკეცეთ შუაში. გემრიელი, ლამაზი და ორიგინალური კერძი - მზადაა! გემრიელად მიირთვით! „ნიკორას“ მასტერკლასი მომავალშიც ჩატარდება და ნებისმიერ მსურველს მიეცემა მონაწილეობის შესაძლებლობა. იმისათვის, რომ არ გამოგრჩეთ ახალი მასტერკლასი, თვალი ადევნეთ „ნიკორას“ ფეისბუქგვერდს.