რაგუსთვის მნიშვნელოვანია, ხარისხიანი და ახალი ხორცი შეარჩიოთ. „ნიკორას“ ნედლი ხორცი ყოველთვის ახალი და უმაღლესი ხარისხისაა. აარჩიეთ ბარკლის რბილი ნაჭერი. თქვენ დაგჭირდებათ თხელი ნაჭრები. რბილი ხორცი ძნელად იჭრება, ამიტომ, დაჭრამდე 1-2 საათით საყინულეში მოათავსეთ. ამის შემდეგ მარტივად შეძლებთ თხელი ნაჭრების დაჭრას. თხლად დაჭრილი ხორცი ფქვილში ამოავლეთ და კარგად გაცხელებულ ტაფაზე შეწვით ორივე მხრიდან, მაღალ ცეცხლზე. აიღეთ ღრმა ქვაბი, ჩაყარეთ კუბებად დაჭრილი ხახვი და სტაფილო და მოშუშეთ. დაუმატეთ დაჭრილი სოკო, ნიორი, განაგრძეთ შუშვა. დაუმატეთ შემწვარი ხორცის ნაჭრები, დაასხით ღვინო და გააგრძელეთ შუშვა დაბალ ცეცხლზე. დაუმატეთ გახეხილი პომიდორი, მწვანილი, მარილი, პილპილი. ტარხუნის პასტა ტარხუნის პასტა მარტივი მოსამზადებელია. დაგჭირდებათ მხოლოდ ტარხუნის ფოთლები, ღეროების გარეშე. ყველა ინგრედიენტი კარგად დააბლენდერეთ. როდესაც რაგუ მზად იქნება, ამოიღეთ ღრმა თეფშზე და დაადეთ ტარხუნის პასტა. შეგიძლიათ გარნირად მოამზადოთ ახალი კარტოფილის პიურე ნაღებით. გემრიელად მიირთვით! „ნიკორას“ მასტერკლასი მომავალშიც ჩატარდება და ნებისმიერ მსურველს მიეცემა მონაწილეობის შესაძლებლობა. იმისათვის, რომ არ გამოგრჩეთ ახალი მასტერკლასი, თვალი ადევნეთ „ნიკორას“ ფეისბუქგვერდს.