მოზილეთ ცომი: ღრმა თასში ჩაასხით რძე, გაააქტიურეთ მასში საფუარი, დაუმატეთ კვერცხი, მარილი, შაქარი და ფქვილი. მოზილეთ ცომი, დაახეხეთ კარაქი და ბოლოს შეურიეთ გახეხილი ჩედარი. დაასვენეთ ცომი. აიღეთ ღრმა საცხობი ფორმა, წაუსვით ცხიმი ძირსა და გვერდებზე. გადაიტანეთ ცომი და გაშალეთ თანაბრად. სოსისები დაადეთ ზემოდან და ნახევრამდე ჩაძირეთ ცომში. აცხვეთ 160° გრადუსზე 30 წუთით ( ბოლო 5 წთ შეგიძლიათ 180°ზე დაასრულოთ). გემრიელად მიირთვით! „ნიკორას“ მასტერკლასი მომავალშიც ჩატარდება და ნებისმიერ მსურველს მიეცემა მონაწილეობის შესაძლებლობა. იმისათვის, რომ არ გამოგრჩეთ ახალი მასტერკლასი, თვალი ადევნეთ „ნიკორას“ ფეისბუქგვერდს.