საშობას მომზადება ზაფხულში, მარწყვის შემოსვლისთანავე იწყება. დაგჭირდებათ დიდი ქილა. ჩვეულებრივ, ქილის შევსება კენკრით იწყება, შემდეგ კი მთელი წლის განმავლობაში ემატება სხვადასხვა სახის ხილი. დიდ, სუფთა ქილაში ჩაყარეთ მარწყვი, დააყარეთ შაქარი და დაასხით არაყი. მსუბუქად ამოურიეთ, თავი მჭიდროდ დაახურეთ და ბნელ, გრილ ადგილას შეინახეთ. სასურველია პერიოდულად ურიოთ, რომ შაქარი კარგად გადნეს. ალკოჰოლის ოდენობა განსაზღვრეთ იმის მიხედვით, თუ რამდენად ძლიერი სასმლის მიღება გსურთ. მაგალითად, ზოგიერთი დიასახლისი 1 კგ ხილზე 1 ლ არაყს ანგარიშობს, ზოგიერთი კი მხოლოდ 1 ჭიქას. ისე კი, შეგიძლიათ არაყი თავიდან დააკლოთ და წლის ბოლოს უკვე მზა სასმელი თქვენი სურვილით გააზავოთ. რა ხილი შეიძლება დაუმატოთ საშობას? ნებისმიერი! თუ წითელი ფერის სასმელი გსურთ, გამოიყენოთ მარწყვი, ალუბალი, ჟოლო და წითელი მოცხარი. თუ ოდნავ მუქი ფერის გსურთ, თავისუფლად შეგიძლიათ დაუმატოთ მაყვალიც. ზოგიერეთი დიასახლისი ასევე უმატებს ნესვსს, ვაშლს, კომშს, გარგარსაც კი. ყველაფერი თქვენს გემოვნებაზეა დამოკიდებული. რაც მთავარია, ყოველი ხილის დამატებისას არ დაგავიწყდეთ შაქრისა და არყის დამატებაც (ან არაყი თავიდანვე სრულად დაუმატეთ და შემდეგში აღარ). გამოყენების წინ კარგად გადაწურეთ და ჭურჭელში გადაიტანეთ. კომენტარებში დაგვიწერეთ, თქვენ რომელი ხილით აკეთებთ ხოლმე.