1. თხილი და შაქარი კარგად დააბლენდერეთ. შოკოლადი ორთქლზე გაადნეთ, შემდეგ თხილის მასას დაასხით და გადადგით. 2. რძე და ნაღები საშუალო ტემპერატურაზე წამოადუღეთ. 3. კვერცხის გულები და შაქარი მიქსერით მაღალ სიჩქარეზე ათქვიფეთ. ჩაასხით რძის მასა კვერცხის მასაში, თან ურიეთ, სანამ ოდნავ გასქელდება. არ აადუღოთ. 4. შოკოლადის მასას დაუმატეთ ცოტაოდენი ცხელი რძის მასა. ცხელ შოკოლადში ცხელი რძე ჩაასხით. ურიეთ გაგრილებამდე. 30 წუთით მაცივარში მოათავსეთ. 5. მასა გადაიტანეთ სანაყინეში და ინსტრუქციის მიხედვით გაყინეთ შეგახსენებთ, რომ გამომცმელობა „პალიტრა L-მა“ დაიწყო ახალი კულინარიული სერიის გამოცემა. კულინარიული დღიურების თითოეული წიგნი 100 უგემრიელეს და გამორჩეულ რეცეპტს შემოგთავაზებთ. მესამე წიგნი - „ნაყინი და შარბათი“ - 4 ივლისიდან გაზეთ „კვირის პალიტრასთან“ ერთად იქნება ხელმისაწვდომი. წიგნის სპეციალური ფასი 13 ლარია, ხოლო გაზეთთან ერთად - 15 ლარი. იკითხეთ წიგნის მაღაზიებსა და პრესის გავრცელების წერტილებში ან გამოიწერეთ საიტიდან www.palitral.ge და ისარგებლეთ საკურიერო მომსახურებით.