2 თავი ხახვი და 1 კბილი ნიორი დავჭრათ და მოვთუშოთ ზეთში. 1 წითელი ბულგარული წიწაკა გავასუფთაოთ თესლისგან და დავჭრათ კუბიკებად, დავაყაროთ ხახვს. დავუმატოთ 1 კგ პომიდორი, კანგაცლილი, დაჭრილი ან გახეხილი. წამოვადუღოთ კარგად. დავუმატოთ ქინძი, ოხრახუში, რეჰანი, ნიორი, წიწაკა და მარილი გემოვნებით. დავუმატოთ 2 ცალი გათქვეფილი კვერცხი. 2 წუთში ჩავახალოთ 4 ცალი კვერცხი და არ ამოვურიოთ დაახლოებით 8-10 წთ. ზემოდან მოვაყაროთ ცოტა დაჭრილი მწვანილი.