ორაგული დავჭერი, გავსუფთავე და გავრეცხე. მოვხარშე მარილიან წყალში, რომელსაც დავუმატე დაფნის ფოთოლი, ხახვი, შავი პილპილის მარცვლები, ბახარი. ვხარშე ადუღებიდან 8 წუთის განმავლობაში. სოუსისთვის დაგჭირდებათ ნახევარი ჭიქა ძმარი, 1.5ჭ წყალი, 1ჭ გატარებული ნიგოზი, 3-4 კბილი დანაყილი ნიორი, პატარა კონა ქინძი, 1პატარა თავი ხახვი, დაღერღილი წითელი წიწაკა და მარილი გემოვნებით.