გაახურეთ ღუმელი 200 გრადუსზე და წაუსვით ტაფას ცხიმი. კარგად გარეცხეთ კომბოსტო, გაასუფთავეთ, თუკი ეს აუცილებელია. დიდ ჯამში ერთმანეთში აურიეთ იოგურტი, დაჭრილი, ან დაჭყლეტილი ნიორი, ლიმონის წვენი და სანელებლები. მიღებულ მარინადში ამოავლეთ გარეცხილი და წყლისგან დაწურული კომბოსტო. დადეთ ცხიმწასმულ ტაფაზე და შედგით ღუმელში. აცხვეთ 30-40 წუთის განმავლობაში.