მოვთუშოთ ერბოში ან თქვენთვის სასურველ ცხიმში ხახვი. პატარა ქვაბისთვის 1 დიდი თავი ხახვი საკმარისია. დავამატოთ ცოტა ნიორიც, შემდეგ წყალი, რა რაოდენობის პურიც გაქვთ უნდა დაიფაროს წყლით. რომ ადუღდება ვუმატებთ მარილს, ვასხამთ ათქვეფილ კვერცხს და ვყრით დაქუცმაცებულ ლავაშს. როდესაც წამოდუღდება ვუმატებთ ოხრახუშს.