თუთა დააბლენდერეთ და საწურში გაატარეთ. შემდეგ წამოადუღეთ და კარგად გააგრილეთ. მაღალპროცენტიანი ნაღები კარგად ამოიყვანეთ, შეათქვიფეთ შესქელებული რძე, დაბლენდერებული თუთა და ცოტა ლიმონის წვენი. გადაიტანეთ ფორმაში და კარგად გაყინეთ.