მოვხარშოთ სტაფილო, კარტოფილი და კვერცხი.სოკო დავალაგოთ ქუდებით ქვემოთ, ღრმა ჭურჭელში, ერთმანეთთან ახლოს. მოვაყაროთ დაჭრილი მწვანე ხახვი, მოვასხათ მაიონეზის თხელი ფენა, შემდეგ მსხვილად გახეხილი კვერცხი, კვლავ მაიონეზი , დაჭრილი ლორი, ისევ მაიონეზი, შემდეგ გახეხილი სტაფილო, მაიონეზი და ბოლოს გახეხილი კარტოფილი. სალათს მსუბუქად დავაწვეთ და დავტკეპნოთ. მინიმუმ 1 საათი მაცივარში გავაჩეროთ, რათა კარგად შეიკრას ყველა ინგრედიენტი და ფორმა დაიჭიროს.შემდეგ დავადოთ თეფში და გადმოვაბრუნოთ, ისე რომ ქვედა სოკოს ფენა ზემოთ მოექცეს. სალათი მზადაა! გემრიელად მიირთვით!