ზეთიან ტაფაზე მოვწვი დაჭრილი ხახვი, ცოტახნის შემდეგ დავამატე გახეხილი სტაფილო, კუბიკებად დაჭრილი ბულგარული და წიწაკა, გახეხილი ნიორი, ერთ ჭიქა ცხელ წყალში გახსნილი ტომატის პასტა, გარეცხილი წიწიბურა და ორი ჭიქა ცხელი წყალი. დავახურე ტაფას და ვხარშე წყლის ამოშრობამდე, მზას მოვაყარე დაჭრილი ქინძი და ოხრახუში.