ავთქვიფოთ კვერცხი და შაქარი, ცალკე მაწონში გავხსნათ სოდა, ვუმატებთ მაწონს და ზეთს, გამოვრთოთ მიქსერი და ჩავაცრათ ფქვილი და კაკაო, ვაცხობთ 170 -180° - ზე 35 წთ დაახლოებით, ორივე ცხობაზე. მეორე ფენისთვის ავთქვიფოთ კვერცხი და შაქარი, დავუმატოთ მაწონში გახსნილი სოდა, ზეთი, გამოვრთოთ მიქსერი, ჩავაცრათ ფქვილი და ყავა და ბოლოს ქიშმიში. ნიგვზის ბისკვიტიც, ანალოგიურად ცხვება, უბრალოდ ვუმატებთ 100 გრ დაჭრილ ნიგოზს. მე მოვამზადე, ორნაირი კრემი: ავთქვიფოთ ოთახის ტემპერატურის კარაქი და დავუმატოთ მოხარშული შესქ. რძე, ბოლოს კი ვანილი. მეორე კრემისთვის ცხელ რძეში გავხსნათ ფქვილი და შაქარი, ვურიოთ განუწყვეტლივ, რომ ადუღდება გადავიტანოთ თასში, დავაფაროთ პარკი და გავაციოთ. ბისკვიტები დავნამოთ, გადავანაწილოთ კრემი და მოვრთოთ სურვილისამებრ.