2ჭ. ფქვილში ვურევთ 1 ჩკ გამაფხვიერებელს, მწიკვ მარილს, ვანილსა და 150 გრ. შაქარს. შემდეგ დავამატოთ დანარჩენი ინგრედიენტები, კერძოდ, 100 მლ წყალი, 3სკ თაფლი ან ღია ფერის მურაბა, 70 მლ ზეთი და მოვზილოთ ცომი. ცომი გავყოთ შუაზე, ერთ ნაწილს დავამატოთ 2სკ კაკაო. ცომისგან პატარა ბურთები გავაკეთოთ. ცხვება წინასწარ გახურებულ ღუმელში 180 გრადუსზე 15 წუთში.