ქვაბში მოათავსეთ ზეთი და წვრილად დაჭრილი ხახვი. როდესაც მოითუშება, დაუმატეთ საქონლის ხორცი, როდესაც ხორცი დაიწყებს გაწითლებას, დაუმატეთ გახეხილი სტაფილო, დატოვეთ კიდევ 10 წუთი და მოასხით გახეხილი პომიდორი, ტომატის პასტა, დაუმატეთ შავი პილპილი და მარილი. დაამატეთ ნახევარი ჭიქა ცხელი წყალი, ადუღეთ 5 წუთის განმავლობაში და დატოვეთ გაციებამდე. სოუსისთვის ქვაბში მოათავსეთ კარაქი, დაუმატეთ ფქვილი, რძე და ურიეთ 5 წუთის განმავლობაში. ლაფშა მსუბუქად მოხარშეთ. საცხობ ფორმაზე ფენა-ფენა გადაანაწილეთ ლაფშა, ფარში, სოუსი. თავზე მოაყარეთ გახეხილი ყველი. მოათავსეთ ღუმელში და აცხვეთ 180-200 გრადუსზე 25 წუთის განმავლობაში.