საზამთროს ქერქი გავასუფთავე დავჭერი და დავჩხვლიტე. სოდიან წყალში გავაჩერე 3სთ. 2ლტ წყალს სჭირდება 2 სკ სოდა. შემდეგ გამდინარე წყალში გავავლე, მოვადუღე 2.4კგ შაქრით და 2ლ წყლით სიროფი და დაჭრილი საზამთრო ჩავყარე მდუღარეში. წამოდუღდა და გამოვრთე. გავაცივე, მეორე დღეს მოვხარშე კიდევ 1 საათის განმავლობაში, ისევ გავაცივე და დავუმატე 5-6ცალი მიხაკი, ჩაის კოვზის წვერით ლიმონმჟავა და ცოტა ვანილი.