ბალი გავრეცხოთ და მოვაშოროთ კურკები, 2.5 კგ ბალს სჭირდება 2.5 კგ შაქარი, რომელიც ბალს ფენებად უნდა მოვაყაროთ და გავაჩეროთ 2 საათის განმავლობაში. დავდგათ ცეცხლზე, დავასხათ 250მლ წყალი და ვხარშოთ ადუღებიდან კიდევ 15 წთ. რომ გაცივდება დავაჭრათ 1 ცალი ლიმონი და ვხარშოთ სანამ ქარვისფერს არ მიიღებს. ბოლოს მოვაყაროთ ვანილი და ჩავასხათ მშრალ ქილებში.