კარაქი დავჭრათ, ღრმა თასში ჩავდოთ და გავადნოთ მიკროტალღურში ან ორთქლზე. დავამატოთ კვერცხები და ავთქვიფოთ. დავამატოთ შაქარი და ისევ ავთქვიფოთ. შემდეგ ოთახის ტემპერატურის რძე ჩავამატოთ, ბოლოს კი ფქვილი გამაფხვიერებელთან ერთად და კარგად გადავურიოთ. კიდევ ერთხელ ავთქვიფოთ მიქსერით.ცომი ორად გავყოთ. ჯერ ერთი ნაწილი ჩავასხათ საშუალო ზომის სილიკონის ფორმაში (დარწმუნდით რომ მიკროტალღურისთვის გამოდგება). გამოვაცხოთ 7 წუთი 800 ვატის სიმძლავრეზე. გამორთვის შემდეგ კიდევ ერთი წუთი დავტოვოთ ღუმელში, შემდეგ გამოვიღოთ. ასევე გამოვაცხოთ მეორე ბისკვიტი.