კვერცხს არ ვაცალკავებ, ვთქვეფ ერთად ცილას და გულს, მწიკვ მარილს და შაქარს. ბოლოს ვურევ გაცრილ ფქვილს, ვასხამ გამოსაცხობ ფორმაში და ვაცხობ 40-50 წუთის განმავლობაში, 180 გრადუსზე. მოხარშული კრემისთვის ფქვილს და შაქარს ვხსნი ერთმანეთში და ნელ-ნელა ვუმატებ რძეს. ვადუღებ გასქელებამდე, ვაციებ და ვუმატებ კარაქს და შესქელებულ რძეს.