1.5ჭ წითელი ოსპი გავრეცხე, დავასხი წყალი გავაჩერე 15წთ. გადავწურე, დავასხი წყალი და მოვხარშე დაახლოებით 10-12წთ. ტაფაზე მოვთუშე 2 თავი ხახვი და 1 კბილი ნიორი, დავუმატე 2ც გახეხილი პომიდორი. რომ წამოდუღდა დავუმატე 1სკ ტომატ პასტა და ოსპი. დავჭერი 1 პატარა შეკვრა მწვანე ქინძი, ცოტა ოხრახუში, მწვანე წიწაკა და 2 კბილი ნიორი. მარილი და დაღერღილი წიწაკა გემოვნებით.