გავრეცხე წიწაკა, მოვაცალე ყუნწები და შუაგული დანის წვერით გავჭერი. გავაჩერე 3 საათი. ზეთი, წყალი, ძმარი, შაქარი, მარილი წამოვადუღე, ჩავალაგე ნახევარი წიწაკა და 3 წუთი მოვშუშე. ამოვიღე დიდ თეფშზე და ჩავალაგე დარჩენილი წიწაკა, ისიც 3 წუთი მოვშუშე. თეფშე ამოღების შემდეგ ყველას ერთად დავამატე გატარებული ნიახური, ნიორი და წითელი წიწაკა. გადავიტანე ქილებში და გავასტერილე.