ტყემალი ქინძის და კამის აყვავებულ, უხეშ ღეროებთან ერთად მოვათავსე ქვაბში, ცოტა წყალთან ერთად და წამოვადუღე. გაგრილებული ტყემალი გავხეხე წვრილ ბადეზე, შევაზავე გატარებული მწვანილით, ნივრით, წიწაკით, შაქრით და მარილით. თუ მასა სქელი გეჩვენებათ, შეგიძლიათ გაათხელოთ ნახარში წყლით. შეზავებული ტყემალი კვლავ დავდგი მოსახარშად. ადუღებიდანკიდევ გავაჩერე 25-30 წთ. ცხელ-ცხელი ჩავასხი გასტერილებულ ქილებში. გავაგრილე ამობრუნებულ მდგომარეობაში.