საზამთროს დავჭრით ისე რომ ქერქი არ იყოს განიერი. შემდეგ უნდა ავაჭრათ წითელი გული და ავათალოთ თხლად, დავახვიოთ ანათალი და შევკრათ ხის პატარა ჩხირებით. ავწონოთ დახვეული ქერქი, დავასხათ წყალი, რომელშიც გავხსნით ერთ სუფრის კოვზ სოდას, ისე რომ დაიფაროს ქერქი წყლით. დავტოვოთ 5 საათი ასე. შემდეგ მივუდგათ გამდინარე წყალს. ბოლოს დავასხათ წყალი ისე, რომ დაიფაროს ქერქი და ჩავაყაროთ ნახევარი ჭიქა შაქარი. წამოვადუღოთ 5 წუთი და გადავღვაროთ წყალი. ქერქი მოვათავსოთ საწურზე . მანამდე კი მოვამზადოთ სიროფი 600 გრ შაქრისგან და 800 მლ წყლისგან. ჩავყაროთ ქერქი სიროფში, ვადუღოთ 15 წუთი და გამოვრთოთ. ასე დავტოვოთ მთელი ღამე. დილით კიდევ წამოვადუღოთ 20 წუთი და დავაცადოთ სრულ გაციებამდე. ბოლოს შემოვდგათ ისევ გაზზე და ვადუღოთ სრულ მომზადებამდე, დავამატოთ ბოლოს ვანილი და ერთი სუფრის კოვზი ლიმონის წვენი. სასურველია ჩაახარშოთ მიხაკის რამდენიმე მარცვალი, ძალიან უხდება.