1კგ ხახვი დავჭრათ, დავასხათ 300 მლ ზეთი და მოვთუშოთ. დავამატოთ 6სკ ტომატ-პასტა, 1ჭიქა მაგარი ძმარი და 3 ჭიქა მდუღარე წყალი. ვამატებთ 300გრ გატარებულ ნიგოზს, 1 დიდ თავ დანაყილ ნიორს, 2სკ უცხო სუნელს, 1სკ ზაფრანას და 1სკ ხმელ ქინძს. წიწაკა და მარილი გემოვნებით. ბოლოს ვამატებთ 2 პატარა კონა ქინძს, ვადუღებთ კიდევ 10 წთ და გამოვრთავთ.