გასუფთავებული ქილები გაავსეთ ალუბლით. წყალი აადუღეთ და ალუბლიანი ქილები მთლიანად გაავსეთ, მაშინვე დააფარეთ თავსახური. ქილებს გადააფარეთ საბანი და გააჩერეთ 20-30 წუთით. შემდეგ გადაწურეთ წყალი ქვაბში. ალუბლის წყალს დაუმატეთ 100 მლ წყალი და ხარშეთ ადუღებამდე. თითო ქილას ჩააყარეთ 0.5 ჩკ ლიმონმჟავა და დაასხით ადუღებული ალუბლიანი წყალი. დაახურეთ ქილებს თავსახური, გადააფარეთ საბანი და გააჩერეთ ერთი დღით. შეინახეთ თქვენი ზამთრის მარაგთან ერთად.