ქათმის ფილე დავჭრათ გრძელ ზოლებად. ჩავასხათ ღრმა თასში და დავასხათ რძე. გააჩერეთ 30 წუთის განმავლობაში. ყველი გახეხეთ წვრილ სახეხზე, ცალკე ჭურჭელში აურიეთ პურის ნატეხები, პაპრიკა, მარილი და შავი პილპილი. დაუმატეთ გახეხილი ყველი და მზესუმზირის ზეთი. ღრმა თასში ათქვიფეთ კვერცხი. ამოავლეთ ქათამი ჯერ კვერცხის ნარევში, შემდეგ კი საფანელში. ვაცხობთ 20 წუთის განმავლობაში, ღუმელში, 180 გრადუსზე.