ყველა ინგრედიენტი გადავურიოთ, დავამატოთ ფქვილი და მოვზილოთ ჩვილი ცომი, ბევრი ზელვა არ უნდა, როგორც კი ფქვილს შეიზელს გააჩერეთ. უნდა გამოვიდეს წებოვანი ცომი რომელიც მსუბუქად ხელებზე ეკრობა. გავყოთ 4 ნაწილად, ერთი გუნდისგან გამოვაცხოთ რგოლები, სამი გუნდისგან ფირფიტები. ცხვება წინასწარ გახურებულ ღუმელში 180°C-ზე, 7-8 წუთის განმავლობაში. კრემისთვის მოვხარშე 1 ლიტრი რძის კრემი. ფენები დავკრემე კლასიკურად, ბოლო ფენაზე მოვალაგე რგოლები, მოვაბნიე თავისივე ნამცეცები. რგოლებში ვალაგებთ ალუბლის მურაბას.