პამიდორს გავაცალოთ კანი და წვრილად დავჭრათ. ტაფაში გავაცხელოთ ზეითუნის ზეთი და მოვბრაწოთ ნივრის კბილი. ჩავამატოთ დაჭრილი პამიდორი და წამოვადუღოთ. დავამატოთ ხმელი ბაზილიკი (ან რეჰანი) , მარილი, პილპილი და ვშუშოთ სასურველი სისქის მიღებამდე. ნივრის კბილი ამოვიღოთ სოუსიდან და გადავაგდოთ.