2 კვერცხი, 90გრ შაქარი და 10გრ ვანილის შაქარი ავთქვიფოთ მიქსერით, დავამატოთ 180გრ იოგურტი და მწიკვი მარილი, ასევე 80გრ ქოქოსის ფანტელები და 120გრ ყაყაჩოს თესლი. გავცრათ 120-150გრ ფქვილი და დავუმატოთ ცომს 10გრ გამაფხვიერებელთან ერთად. ცომს დავამატოთ 50გრ გამდნარი კარაქი და ისევ ავთქვიფოთ მიქსერის გამოყენებით. ვაცხობთ 180 გრადუსზე, 40-45 წუთის განმავლობაში. სანამ გაგრილდება, 2 კვერცხს ვამატებთ 120გრ შაქარს, 10გრ ვანილის შაქარს და 3სკ ფქვილს. ასევე 3სკ სახამებელს და 750მლ რძეს. ვხარშავთ დაბალ ცეცხლზე, შესქელებამდე. ბისკვიტს ვჭრით 3 ფენად, ცალკე ვჭრით ზემო, უსწორმასწორო ფენას. ცხელ კრემს ვუმატებთ კარაქს, ვთქვეფთ მიქსერით და ვკრემავთ ბისკვიტს. უსწორმასწორო ფენას ვიყენებთ თავზე მოსაყრელად.