ავთქვიფოთ კვერცხი და შაქარი, დანის წვერით დავუმატოთ მარილი, შემოვდგათ ორთქლის აბაზანაზე, დავუმატოთ კარაქი. კარაქის გადნობის შემდეგ ვუმატებთ კაკაოს, თაფლს, სოდას დაახლოებით 8 წთ ვურევთ ნელ ცეცხლზე. შემდეგ უნდა გადმოვდგათ ცეცხლიდან, დავუმატოთ ფქვილი. ცომი ოდნავ წებოვანი უნდა იყოს. გავყავი 6 ტოლ ნაწილად. ვაცხობ ორივე ცხობაზე. კრემისთვის ცხელ რძეში გავხსნათ ფქვილი და შაქარი, ვურიოთ განუწყვეტლივ, ადუღების შემდეგ 8 წთ საკმარისია ფქვილის მოსაშუშებლად. ცხელს დავუმატოთ 50 გრ კარაქი და ვანილი, გადავაფაროთ სამზარეულოს პარკი და გავაციოთ ოთახის ტემპერატურაზე. კარაქი ავთქვიფოთ, დავუმატოთ ცივი ფაფა ეტაპობრივად, კრემიც მზადაა. ფირფიტები დავკრემოთ, მოვრთოთ სურვილისამებრ.