თეთრი ფენა: ფორმას წაუსვით მცენარეული ზეთი. 250მლ რძეში გახსენით 18გრ ჟელატინი და გააცხელეთ მიკროტალღურ ღუმელში. ცალკე 500 მლ ნაღებს დაუმატეთ 100-150 გრ შაქრის ფხვნილი, 2 სკ ვანილი და ათქვიფეთ მიქსერით. შემდეგ დაუმატეთ შეგრილებული რძე ჟელატინით. ჩაასხით ფორმაში. შედგით მაცივარში 20 წუთის განმავლობაში. შოკოლადის ფენა: 18 გრ ჟელატინი გახსენით 250 მლ რძეში და მიკროტალღურ ღუმელში გაათბეთ. ცალკე 100 გრ შოკოლადს დაუმატეთ 100 გრ ნაღები და მიკროტალღურში შეათბეთ სრულ გადნობამდე. ათქვიფეთ ნაღები შაქრის ფხვნილთან და ლიქიორთან ერთად. ბოლოს ეს ყველაფერი ერთად ათქვიფეთ, დაასხით ფორმაში თეთრ ფენაზე. შედგით მაცივარში 20 წუთის განმავლობაში. მინანქარი: 60 მლ რძეს დაასხით 5 გრ ჟელატინი. გააცხელეთ მიკროტალღურ ღუმელში. შემდეგ ცალკე 100 გრ ნაღები და 120 გრ შოკოლადი გაადნეთ მიკროტალღურში. 100 გრ ნაღებს დაუმატეთ შაქრის ფხვნილი და ათქვიფეთ. ბოლოს გადაურიეთ ერთმანეთში რძე ჟელატინით, შოკოლადი ნაღებით და შაქარში ათქვეფილი ნაღები. ჩაასხით ფორმაში და შედგით მაცივარში 20 წუთი.