კვერცხი გათქვიფეთ მარილთან ერთად, დაუმატეთ ვანილი, ეტაპობრივად შეათქვიფეთ შაქარი. მასა უნდა გათეთრდეს და 3-ჯერ გაიზარდოს. ამოყვანილ კვერცხს ნელ-ნელა შეურიეთ გაცრილი ფქვილი და ფრთხილად ამოურიეთ. საცხობ ფორმას დაუფინეთ საცხობი ქაღალდი და გადაანაწილეთ გარეცხილი, კურკაგამოცლილი ალუბალი. ზემოდან დაასხით ცომი და გამოაცხვეთ 180 გრადუსზე 30-40 წუთის განმავლობაში. გემრიელად მიირთვით!